
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და სტრატეგიას სთავაზობენ და გაკვეთილებს არაერთი აქტივობით უმრავალფეროვნებენ.
აღსანიშნავია, მე-10 კლასში ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო გაკვეთილი, სადაც პედაგოგმა - ნანი ნიკოლაშვილი-ბოლქვაძემ იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“ სწავლებისას, როლურ თამაშს მიმართა.
ერთ-ერთმა მე-10 კლასელმა ვარსქენ პიტიახშის როლი მოირგო, მისმა თანაკლასელებმა კი მასთან ინტერვიუ ჩაწერეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეები უძველეს ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში წარმოჭრილ საკითხებს უკეთ ჩაუღრმავდნენ.
იხილეთ ფოტოები: