ტყიბულის N2 სკოლის დირექტორმა და მისმა მოადგილემ მოსწავლეები სპორტულ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვეს
15-10-2025

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩართულობა წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.  

მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე არაერთი წარმატებაა. ახლახან, ბავშვებმა სპორტულ ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავეს.

სკოლაში მოსწავლეებს სპორტული წარმატება განსაკუთრებულად მიულოცეს.

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, მეგი ქათამაძემ და დირექტორის მოადგილე ნინო ჩუბინიძემ მოსწავლეები მინი-ფეხბურთის შეჯიბრში მონაწილეობისთვის სიგელებით დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა მათ შემდეგ ასპარეზობებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203