
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და დიდი ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, მე-4 კლასელები, დამრიგებლის - ინდირა შათირიშვილის ხელმძღვანელობით, ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა ხალისითა და დიდი ინტერესეით დაათვალიერეს ისტორიული სიძველეები, მუზეუმში დაცული არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური კოლექციები, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის სხვადასხვა პერიოდის მასალები - საბეჭდავები, საგვარეულო გერბები და დროშები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები.
მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: