კალის საჯარო სკოლის მედალოსანი კურსდამთავრებულები - მარიამ მარგველანი და სალომე ხარძიანი უნივერსიტეტში სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით აგრძელებენ
13-10-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. 

მათ შორის არიან სალომე ხარძიანი და მარიამ მარგველანი, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს კალის საჯარო სკოლა. 

მარიამ მარგველანი ოქროსმედალოსანია, სალომე ხარძიანი კი - ვერცხლის. ორივე კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 

მარიამ მარგველანი სწავლას თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით აგრძელებს, სალომე ხარძიანი კი საქართველოს უნივერსიტეტში 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს. 

კალის საჯარო სკოლაში ულოცავენ კურსდამთავრებულებს სასურველ შედეგს და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„კალის საჯარო სკოლა ულოცავს მარიამ მარგველანსა და სალომე ხარძიანს ამ დიდ წარმატებას. დაე. სოფელისა და ქვეყნის საამაყო შვილები იყვნენ. ასახელონ მშობლიური სკოლა“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდ გულშემატკივრებად და მხარდამჭერებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203