
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა. ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ სახელმძღვანელოებში ამოკითხული ცხოვრებაში ნახონ, რაც მათი ცოდნის გაღრმავება-განმტკიცებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
9 ოქტომბერს, ითხვისის N2 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებთან ერთად, საჩხერისა და ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის არქეოლოგიური არტეფაქტები და ეთნოგრაფიული ნივთები, წარმოდგენილი საინტერესო ექსპონატები. ასევე მოისმინეს ლექცია მშობლიური მხარის უძველესი დასახლებების შესახებ. თვალსაჩინო მასალითა და საინტერესო ინფორმაციით გაიმდიდრეს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა.
მოსწავლეები ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: