ქვენობნის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის სასკოლო ტური ჩატარდა 
13-10-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მათ შორის, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“. გასულ სასწავლო წელს წარმატებით იასპარეზეს ფინალურ ტურში, რისთვისაც დაჯილდოვდნენ სიგელებითა და დიპლომებით.

მიმდინარე წელსაც შეუერთდა სკოლა „ტვინების ბრძოლის“ შემოდგომის სეზონს. ინტელექტუალურ თამაშში 3 გუნდი მონაწილეობდა. თამაში მოსწავლეთა აქტიურობით, საინტერესოდ წარიმართა. 

სკოლაში კონკურსის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნანა ფოცხიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203