
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად, კაცთმოყვარეობას, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან და მომავალ თაობას სწორ ღირებულებებზე ზრდიან.
ახლახან, მოსწავლეებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ბებიებსა და ბაბუებს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს, მათ მიმართ პატივისცემა, მადლიერება და მზრუნველობა გამოხატეს. პედაგოგები კი ბავშვებს ესაუბრნენ ოჯახურ ფასეულობებზე, ხანდაზმულთა როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში და პატივისცემის კულტურის მნიშვნელობაზე.
„გილოცავთ სიყვარულით“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და ბებია-ბაბუებთან ლამაზი დღე გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: