რუსთავის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა ღონისძიებით დაუდასტურეს
13-10-2025

რუსთავის N3 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. რა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მასწავლებლის საერთაშორისო დღე. 

ამ ღირსშესანიშნავ დღეს მე-5 კლასში ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს უდიდესი ქართველი პედაგოგების ღვაწლზე, გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი და გიორგი ახვლედიანი. მათ  წარმოადგინეს სხვადასხვა გაკვეთილის პატარა ინსცენირებები, რომლის მეშვეობით კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი პატივისცემა და სიყვარული მასწავლებლების მიმართ.  ასევე უმღერეს მოსწავლისა და მასწავლებლის მეგობრობას,  წაიკითხესდიდი იაკობის ლექსები. 

ბოლოს კი მოზარდებმა მასწავლებლის პროფესიის სირთულეებსა და  მრავალფეროვნებაზე იმსჯელეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203