რუსთავის N3 სკოლის მე-5 კლასელებმა ბუნებისმეტყველების ღია გაკვეთილზე კვლევითი მოწყობილობები შეისწავლეს
13-10-2025

რუსთავის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და აქტივობას მიმართავენ და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ, რაც, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება. 

აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი ბუნებაში, რომის თემა იყო - „კვლევითი მოწყობილობები“.  სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნატალია ფედოროვა, რომელიც მოსწავლეთა ბუნებისმეტყველებით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავს. 

გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს კვლევითი მოწყობილობების მრავალფეროვნებაზე და მათ დანიშნულებაზე, ასევე რომელ პროფესიაში გვხდება ესა თუ ის მოწყობილობა. 

მათ მასწავლებლის დახმარებით, გამოიკვლიეს სხვადასხვა ფიზიკური სხეულის მასა და მოცულობა. კვლევის პროცესში  მთელი კლასი აქტიურად ჩაება და შედეგების ცხრილიც შეადგინა.

გაკვეთილის ბოლოს მათ ისაუბრეს საკითხებზე, რომელიც მათთვის კარგად იყო ნაცნობი და იმ სიახლეებზე, რომელიც აღნიშნული გაკვეთილის მეშვეობით შეიტყვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203