ლახამულას საჯარო სკოლის დირექტორი და ღვაწლმოსილი მასწავლებელი ნაზი საბანიძე-ჭიღლაძე მესტიის მერიამ დააჯილდოვა 
13-10-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის დირექტორი და ღვაწლმოსილი მასწავლებელი ნაზი საბანიძე-ჭიღლაძე მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ოთხ ათეულ წელზე მეტია ემსახურება.

 ამაგდარმა მასწავლებელმა არაერთი ერუდირებული თაობა აღუზარდა ქვეყანას, ახალგაზრდებს შთაუნერგა ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარული. 

ახლახან, პედაგოგის შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

მასწავლებელი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა. 

სკოლაში ხარობენ დირექტორის წარმატებით. პედაგოგიური გუნდი ნაზი საბანიძე-ჭიღლაძეს დამსახურებულ ჯილდოს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს. 

„ამაყი ხარ, როცა რაიონის მერია, განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის სამინისტრო აჯილდოებს გამორჩეულ, ღვაწლმოსილ, მასწავლებლებს, სცენაზე დგას ექვსი ამაგდარი ადამიანი და მათ შორის ერთ-ერთი შენი სკოლის ხელმძღვანელია, ნაზი საბანიძე-ჭიღლაძე, რომელმაც 42 წელი სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქართული ენის სიყვარული ასწავლა თაობებს, მის მხრებზე გადაიარა 90-იანმა წლებმა, სკოლის, ქვეყნის ბიუჯეტის უსახსრობამ, კადრების მწვავე დეფიციტმა, დიდთოვლიანობამ, ქარბორბალამ, რომელმაც სახურავის გარეშე დატოვა სკოლა, სოფელში მოვარდნილმა ღვარცოფმა... მან მაინც შეძლო დაეფრთიანებინა თაობები, კოლეგებთან ერთად ცოდნა მიეცა მისი პატარა სოფლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დღეს საქვეყნო საქმეებსაც ეჭიდებიან.

ვულოცავთ ნაღდი სიყვარულით, სიხარულით დამსახურებულ ჯილდოს ნაზი საბანიძე- ჭიღლაძეს. მადლობა სკოლის სახელით განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის სამინისტროს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203