
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნას მყარი საძირკველი ეყრება.
ახლახან, პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დაიწყეს. პედაგოგმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა და პატარებს პირველი საანბანო გაკვეთილი ზეიმად უქცია.
საზეიმოდ მორთული კლასი, ბუშტები და სახალისო აქტივობები მართლაც რომ მამოტივირებელი აღმოჩნდა. ბავშვებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში თამამად შეაბიჯეს და პირველი ასო-ბგერები ხალისით შეისწავლეს.
მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს სკოლის დირექტორმა - თეა ჭკადუამ და პედაგოგებმა - შორენა ზარიძემ და ესმა იოსელიანმა.
„დღეს ცოდნის სამყაროში მოგზაურობა დაიწყეს ჩვენმა პირველკლასელებმა. ანბანის შემობრძანებაწარმატებებით დახუნძლული მომავლის დასაწყისი იყოს თქვენთვის დღევანდელი დღე ჩვენო თვალხატულა გოგო-ბიჭებო“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: