„ილია, ოთო, მათე, მოსე გვიყვარხართ და ძალიან გვტკივა თქვენი დედ-მამა“ - ჭუბერის საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს
13-10-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს - მზეო უმფრი­ა­ნსა და ლე­ვა­ნ ან­სი­ა­ნს გლოვობს. 

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ორი კვირის წინ  სოფელ ჭუბერში მომხდარ უმძიმეს ავტოავარიას ემსხვერპლა. წყვილს ოთხი შვილი დარჩა. სამი მათგანი ჭუბერის საჯარო სკოლაში სწავლობს. 

სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თაზარდაცემულია ამ უდიდესი ტრაგედიის გამო. სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს. 

„დიდი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის, ილია, ოთო და მათე ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან, საუკეთესო მშობლები და ადამიანები დაკარგა სოფელმა. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ მათი გარდაცვალების გამო.

ილია, ოთო, მათე, მოსე გვიყვარხართ და ძალიან გვტკივა თქვენი დედ-მამა...“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

etaloni.ge -ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ სკოლასა და გარდაცვლილების ოჯახებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203