ჭუბერის საჯარო სკოლის დირექტორი, ღვაწლმოსილი მასწავლებელი ნატო სუბარი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა
13-10-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი, სკოლის დირექტორი ნატო სუბარი არაერთი წელია მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ემსახურება და საკუთარი ღირსეული წვლილი შეაქვს ერუდირებული საზოგადოების ფორმირებაში. 

ახლახან, დირექტორის ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

23 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ ნატო სუბარი დააჯილდოვა.

ღონისძიების ფარგლებში დასახელებულ ექვს მასწავლებელს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ აღზრდილი. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203