
თბილისის N106 საჯარო სკოლა მაღალკვალიფიციური, მოსწავლეზე ორიენტირებული და შემოქმედებითი მიდგომების მქონე მასწავლებლებით გამოირჩევა.
იმისთვის რომ მომავალ თაობას მისცენ ხარისხიანი განათლება, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ, მათ მოტივაციაზე ზრუნავენ და სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
მე- 75 კლასის დამრიგებელი, ხათუნა რობაქიძე გვიზიარებს მის სადამრიგებლო კლასში განხორციელებულ კლასგარეშე აქტივობას, რომელიც მიზნად ისახავდა ხელოვნების ენით კულტურული იდენტობის გაღვივებას.
მოსწავლეებმა კლასგარეშე აქტივობის ფარგლებში ზურაბ წერეთლის მონუმენტი - „საქართველოს მემატიანე“ მოინახულეს.
„თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც ინფორმაციის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებების გადაცემა, რომლებიც საუკუნეებს უძლებს: ფესვების ცოდნა, კულტურული მეხსიერება და სამშობლოს სიყვარული.
როგორც ხელოვნების პედაგოგი, ვთვლი, რომ ეს არის მოწოდება და შესაძლებლობა შემოქმედებითად და კულტურულ ფასეულობებზე ორიენტირებულად შევხვდე მომავალ თაობებს. აქედან გამომდინარე
დაიგეგმა და განხორციელდა საგანმანათლებლო ვიზიტი ყაენის მთაზე, კერძოდ; ზურაბ წერეთლის - „საქართველოს მემატიანეზე“, რომლის ცადაზიდულ სვეტებს აქვთ იდუმალი მშვენიერება! მიზანი კი ხელოვნების ენით კულტურული იდენტობის გაღვივებაა! მჯერა, თითოეულ პედაგოგს აქვს შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ერის გონებრივ და სულიერ აღზრდაში!
ჩემი მიზანია, ბავშვებს შევაყვარო ჩვენი ქვეყანა, ვასწავლო ფიქრი, ანალიზი და პატივისცემა იმ ღირებულებებისადმი, რაც საუკუნეების მანძილზე ერმა სისხლითა და თავგანწირვით შექმნა“,- ამბობს პედაგოგი და მოსწავლეებს კიდევ არაერთ შთამბეჭდავ აქტივობას ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები: