წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფინანსურ განათლებას საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
13-10-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა. 

სკოლაში ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს“ უმასპინძლეს. 

აღსანიშნავია, რომ წვირმის საჯარო სკოლა, პროექტში- „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ​ეკოკლუბის ინიციატივითა და დირექციის მხარდაჭერით ჩაერთო.

კამპანია დაზოგვის მსოფლიო დღეს ეძღვნება, რომლის ფარგლებში „ფინედუს„ დესპანები სკოლებს სტუმრობენ და მოსწავლეებისთვის, თამაშზე დაფუძნებულ სწავლების ფორმატით, სახალისო და გამორჩეულ აქტივობებს ატარებენ.

შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბავშვებმა ბევრი ახალი, საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს ფინანსური საკითხების შესახებ. მოსწავლეები (არა მხოლოდ მოსწავლეები) სახალისო თამაშებშიც აქტიურად ჩაერთნენ.

სკოლაში მადლობას უხდიან FinEdu -ს სტუმრობისთვის. 

ჩვენც გვხვდა წილად ამ საინტერესო პროექტის ნაწილი ვყოფილიყავით, როგორც ბიბლიოთეკის კონკურსში გამარჯვებულ სკოლას.

მადლობა „ფინედუს“ დესპანს, ნაყოფიერი დღისთვის და საჩუქრებისთვის,რომლებმაც უფრო გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა „ფინედუს“ კუთხე ჩვენს ბიბლიოთეკაში. მზად ვართ მესტიის სკოლებთან თანამშრომლობისთვის. მადლობა FinEdu“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203