
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის თეატრში ვიზიტი სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია.
დირექცია და პედაგოგები ბავშვების თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ და მოსწავლეებს კულტურულ გასვლით ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის IVა (დამრიგებელი ეკა ხეჩუაშვილი) და IVბ (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) კლასების მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს სტუმრობდნენ, სადაც ნახეს სპექტაკლი სახელწოდებით - „წითელკანიანთა ბელადი“.
მოსწავლეები თეატრიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: