
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელებმა, რომლებმაც ახლახან კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალის“ ერთ-ერთი თავი შეისწავლეს, გაცოცხლებული ზღაპარი თეატრის სცენაზე ნახეს.
სკოლა-გიმნაზიის IIბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ქეთევან მოსულისშვილის ხელმძღვანელობით, თეატრს - „მეორე სახლი“ სტუმრობდნენ, სადაც სპექტაკლი - „პინოქიო“ ნახეს.
მოსწავლეებმა წაკითხული ნანახს დაუკავშირეს, ნაწარმოების მთავარი სათქმელი უკეთ გაიაზრეს და დაუვიწყარი დროც გაატარეს.
„შთაბეჭდილებით დატვირთული დღე“,- ასე აფასებენ თეატრში ვიზიტს სკოლა-გიმნაზიაში და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო გასვლით ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: