
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში გამორჩეული ქართველის - ლაშა გახარიას საიუბილეო თარიღი აღნიშნეს.
პოეტ ლაშა გახარიას 11 ოქტომბერს 78 წელი შეუსრულდებოდა.
მისი მშობლიური სკოლის სააქტო დარბაზში სახალხო დღესასწაული-„ლაშაობა“ აღინიშნა.
სკოლამ უმასპინძლა ძვირფას სტუმრებს -პოეტის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს.
მოსწავლეებმა პედაგოგ ირმა თოდუას ორგანიზებით წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია. სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა (ხელმძღვანელები: ნატა გახარია და გიორგი კაჭარავა) შეასრულა ხალხური სიმღერები.
დასასრულ, გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა „ჯარისკაცის დღიურები“. (რეჟისორი დათო დარსალია, პედაგოგი დათო შენგელია).
იხილეთ ფოტოები: