ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური წიგნიერების საკითხებზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა
13-10-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება მოსწავლეთა ფინანსურ განათლებას მიეძღვნა. 

სკოლაში ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუსუმასპინძლეს​.

პროექტი - „მოიწვიე ფინედუ სკოლაში“ ეროვნული ბანკის ინიციატივით ხორციელდება.  კლასებში სახალისო და შემეცნებით გაკვეთილებს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და პარტნიორ ორგანიზაციებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლები 2-31 ოქტომბრის შუალედში ატარებენ.

ირგანჩაის საჯარო სკოლაში „ფინედუს“ დესპანის მისია იკისრეს საქართველოს ბანკის თანამშრომლებმა. 

დესპანი ფინანსურ განათლებაზე ესაუბრა ბავშვებს და არაერთი სახალისო აქტივობა შესთავაზა. 

ძალიან საინტერესო პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები შემეცნებით თამაშში ჩაერთნენ. მოსწავლეებმა კეთებით სწავლების ფორმატით გაითავისეს საბანკო ტერმინები, გაეცნენ საბანკო პროდუქტებს, „ჭკვიანი სესხის“, დაზოგვისა და სხვა საჭირო ტერმინების განმარტებებს.

ეროვნული ბანკის ეს ინიციატივა „დაზოგვის მსოფლიო დღეს“ ეძღვნება. 

სკოლაში მადლობას უხდიან FinEdu -ს სტუმრობისათვის

მადლობა მათ ამ საინტერესო დღისთვის!​ „ფინედუ“ სკოლაში მოიწვია ირგანჩაის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მენტორმა მასწავლებელმა, ნატა კვარაცხელიამ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203