ჭიათურის N2 სკოლას, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სტუმრობდნენ
13-10-2025

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

სკოლას, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს თავდაცვის ძალების შემადგენლობა და სტრუქტურა, არსებული სიახლეები, სამსახურის ფორმები და თავდაცვის ძალებში არსებული სხვადასხვა სოციალური პირობები.

შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

„აღნიშნულმა შეხვედრამ ჩაიარა მაღალი ინტერესისა და ჩართულობის ფონზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით როგორ თავდაცვის სამინისტროს ასევე უშუალოდ შეხვედრაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203