189 000 ლარი „მასწავლებლის ჰიმნის“ ვიდეორგოლისთვის - მასწავლებლის სახლი „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ ღონისძიებისთვის ემზადება
10-10-2025

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 189 ათასი ლარის გადახდას გეგმავს პედაგოგებისთვის მიძღვნილი სიმღერის - „მასწავლებლის ჰიმნის“ვიდეორგოლის გადაღებისთვის. 

როგორც მასწავლებლის სახლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარისთვის 10 ოქტომბერს მიწერილი წერილიდან ირკვევა, 2025 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში მასწავლებლის ეროვნული დღისთვის დაიწერა მუსიკა და შეიქმნა სიმღერა „მასწავლებლის ჰიმნი“. მასწავლებლის სახლს სურს გამარტივებული სახით და შეზღუდულ დროში შეძლოს მომსახურების მიღება, ვინაიდან ვიდოერგოლის გადაღება განათლების სამინისტრომ 8 ოქტომბერს დაავალა, ღონისძიება კი 27-ში ტარდება. ასე რომ, დამკვეთებსაც და შემოქმედებსაც დაახლოებით ორი კვირა აქვთ „კლიპის“ გადასაღებად. 

მასწავლებლის სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი კონცეფციებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, ვიდეოკლიპის გადასაღებად შეირჩა შპს „გიგასტუდიო‘‘, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ცნობისთვის, კომპანიის დირექტორი მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი გიორგი (გიგა) კუხიანძეა, რომელსაც სცენარისთვის 60.000 ლარი, ხოლო ვიდეო კლიპის დამზადებისთვის 129.000 ლარი აქვს მოთხოვნილი. 

აქვე გაცნობებთ, რომ „მასწავლებლის ჰიმნის“ ტექსტი აქამდე არ გასაჯაროებულა და სავარაუდოდ, სწორედ ღონისძიებაზე იქნება პრემიერაც.

ამავე თემაზე:

მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა 600 000 ლარზე მეტი ჯდება - მუსიკალური ნომრები, ფურშეტი, დეკორაციები...

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203