14 ოქტომბერი უქმე დღეა - სკოლების ნაწილი 13-შიც ისვენებს
12-10-2025

​14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და ოფიციალურ უქმე დღედაა გამოცხადებული.

აქედან გამომდინარე, სამშაბათს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებს, რაც შეეხება კერძო საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს, ხელმძღვანელობა დასვენების დღეების შესახებ გადაწყვეტილებას, თავად იღებს.

როგორც etaloni.ge-ს მიაწოდეს ინფორმაცია, კერძო სკოლების ნაწილში არც 13 ოქტომბერს იქნება სწავლა; თუმცა აღნიშნული საჯარო სექტორის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენებს არ ეხებათ.

იხილეთ ასევე 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203