მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება გომაროს საჯარო სკოლაში
10-10-2025

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. შესაბამისად, მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და საყვარელ პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის საკუთარი შემოქმედებით გადაუხადეს მადლობა. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - სოფიკო შანთაძე, მუსიკალურად კი გააფორმა ჟუჟუნა კახაძემ, მხატვრული მხარე იოსებ მერაბიშვილს ეკუთვნის. 

ღონისძიება მეტად შთამბეჭდავად წარიმართა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

„დღეს ჩვენი სკოლა, ჩვენი პატარა სცენა სითბოთი, სიყვარულითა და მადლიერებით აივსო იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ყოველი დღის გმირები არიან.

“მასწავლებლის დღე“ არის დღე, როცა ბავშვების გულწრფელი ღიმილი და პატარა ხელებით გაკეთებული სიურპრიზები ყველაზე დიდ მადლობას გამოხატავს.

გილოცავთ, ჩვენს უსაყვარლეს მასწავლებლებს თქვენ ხართ ის სინათლე, რომელიც ყოველ დღეს აზრს და შთაგონებას აძლევს!

თქვენ ხართ განათების გზის ნათელი შუქი, ჩვენი ბავშვების გულებში ჩარჩენილი უკვდავი მაგალითი!გისურვებთ უამრავ სიხარულს, ჯანმრთელობასა და შთაგონებას მომავალი თაობების აღზრდის დიდ საქმეში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203