დიდი ჭყონის N1 სკოლის მოსწავლეებმა - ლილე სიგუამ და ნინო აშორტიამ ინგლისურენოვანი ნაწარმოების -The Boys in the Back Row პრეზენტაცია გამართეს
10-10-2025

ინგლისურს, როგორც მსოფლიოს საკომუნიკაციო ენას, განათლებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მის სიღრმისეულ სწავლებაზე, რაც, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე აისახება. რიგი მოსწავლეებისა უკვე თავისუფლად კითხულობს ინგლისურენოვან ნაწარმოებებს. 

ახლახან, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა - ლილე სიგუამ და ნინო აშორტიამ ინგლისურენოვანი ნაწარმოების - The Boys in the Back Row პრეზენტაცია გამართეს.

მათ ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს ნაწარმოების მოკლე შინაარსი, შემდეგ კი ქართულ ენაზე თარგმნეს მონაყოლი.

პრეზენტაცია შთამბეჭდავი გახლდათ, რაც აღნიშნულ მოსწავლეთა მიერ ინგლისური ენის ცოდნის გამოვლენამ განაპირობა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია, მოადგილე, ბიბლიოთეკარი და სხვა პირები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203