საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა
10-10-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა სასწავლო მიღწევები ყოველთვის აღნიშნული და წახალისებულია. 

ტრადიციულად, სკოლა-გიმნაზის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს და დამსახურებულ სერტიფიკატებსა თუ დიპლომებს გადასცემს. 

ახლაც, პარაკლისის შემდეგ სკოლა-გიმნაზის დირექტორმა - დეკანოზმა მირიან სამხარაძემ გიმნაზიის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში, ოლიმპიადა „კინგსის “ საგაზაფხულო სეზონში წარმატებული მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და დიპლომები გადასცა.

მოსწავლეთა ქართული ენა/ლიტერატურის და მათემატიკის პედაგოგები არიან - თინათინ ბლიაძე და მადონა ვარდოშვილი. ინგლისურ ენას კი მოწაფეებს ასწავლიან მზიური კოჩალიძე, ინგა ჩადუნელი, ნათია მიქაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203