სასწავლო წლის ფერადი დასაწყისი ირგანჩაის საჯარო სკოლაში 
10-10-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამის ნათელი მაგალითია მოსწავლეთა საზეიმო მიღებაც. სათხუთმეტსექტემბროდ სკოლა საგანგებოდ მოემზადა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დასაწყისი ზეიმად უქცია. 

პირველკლასელებისთვის პირველი დღის გალამაზებაზე იზრუნა სკოლის დაწყებითი კლასების გამოცდილმა პედაგოგმა, ნონა სელიმაშვილმა. მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგი მოსწავლეებს საკლასო ოთახში შეუძღვა, სადაც პატარებს, საზეიმოდ მორთული სივრცე და ფერადი ბუშტები ელოდათ. 

მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა სკოლის დირექტორმა, შაქირ ჩერპანოვმა და ცოდნის მწვევალების დაპყრობა უსურვა. დირექტორმა, ასევე დიდი სიყვარულით მიმართა ყველაზე პატარებს - პრველკლასელებს და სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დაულოცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203