ქუთაისის N9 სკოლის პედაგოგმა, ნატო გიორგაძემ პირველკლასელებს გამორჩეული დახვედრა მოუწყო
10-10-2025

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასკოლო ცხოვრება სიყვარულითა და ენთუზიაზმით დაიწყეს. 

პედაგოგმა, ნატო გიორგაძემ პატარებს პირველი სასწავლო დღე ზეიმად უქცია. გარემო, რომელიც პედაგოგმა დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მოაწყო, შთამბეჭდავი სანახავია. მასწავლებელმა საგანგებოდ მოამზადა თითოეული დეტალი, მერხები, დაფა, სახელმძღვანელოები, ნაირფერი ბუშტები და დეკორაციები.

პედაგოგისთვის პირველკლასელებთან მუშაობა ახალი გამოცდილებაა, ამიტომ ეს დღე მისთვისაც მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

„ჩემი პედაგოგიური ცხოვრების ახალი ფურცელი გადავშალე - მივიღე პირველი კლასი!

პატარა თვალებში ვნახე უსასრულო სითბო, ცნობისმოყვარეობა და სუფთა სიხარული. ჩვენ ერთად ვისწავლით, გავიზრდებით და დავისახავთ დიდ მიზნებს. გმადლობ, რომ სწორედ მე მერგო ბედნიერება, ამ პატარა ადამიანების განვითარების გზაზე ვიდგე.

წინ ულამაზესი სასწავლო წელი გველის!“,- აღნიშნავს მასწავლებლები და პატარებს ჯადოსნურ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203