განათლებაში თვიური მედიანური ხელფასი 969 ლარი იყო - 2024 წლის სტატისტიკა
10-10-2025

განათლების სექტორში 2024 წელს მედიანური ხელფასი თვეში 969 ლარი იყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 32.4 პროცენტით ნაკლებია. 

განათლების სექტორში მედიანური ხელფასი თვეში 969 ლარი იყო, ხოლო საშუალო 1233 ლარი.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2024 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 128 ლარი;
• სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 069 ლარი;
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 983 ლარი;
• მშენებლობა - 1 943 ლარი;
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 1 919 ლარი.

როგორ ითვლება მედიანური ხელფასი - მის დასათვლელად ინდივიდუალური ხელფასის მაჩვენებლები უნდა დალაგდეს ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით და ზუსტად შუაში არსებული რიცხვი იქნება მედიანური ხელფასი. მაგალითად, თუ არის 11 ადამიანი განსხვავებული ხელფასებით და მათ ხელფასებს დავალაგებთ ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით, შუაში არსებული, ანუ მე-6 ადამიანის ხელფასი იქნება მედიანური ხელფასი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203