პტენის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა, „პინოქიოს კვირეულის“ ფარგლებში, ზღაპრის გმირები გააცოცხლეს
10-10-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს სხვადასხვა სასწავლო მეთოდს სთავაზობენ. 

ახლახან, მე-2 კლასელებმა კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავლის“ ერთ-ერთი თავი გაიარეს. ზღაპრის გმირის თავგადასავლით აღფთოვანებულებს პედაგოგმა - ვარა გალიბინმა „პინოქიოს კვირეული“ შესთავაზა. 

კვირეული მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს და არაერთ საინტერესო და სახალისო აქტივობას მოიცავს. 

მოსწავლეებმა, კვირეულის ფარგლებში, უკვე დადგეს სპექტაკლი და ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“. პატარებმა როლები ოსტატურად მოირგეს და მასწავლებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203