
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის კულტურული გასვლითი ღონისძიებები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ხშირად სტუმრობენ თეატრს, რაც მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის IIIგ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნარგიზა შელია) იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც სპექტაკლი - „ოზის ჯადოქარი“ ნახეს.
მოსწავლეებმა ოზის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს და ზღაპრული ემოციით დაიმუხტნენ.
„შთაბეჭდილებით დატვირთული დღე“,- ასე აფასებენ გასვლით ღონისძიებას სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ შთამბეჭდავ თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: