ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა ღონისძიებით დაუდასტურეს
10-10-2025

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში სკოლაში განსაკუთრებულად აფასებენ პედაგოგებს, მათ შრომასა და ღვაწლს. 

ცხადია, სკოლაში მასწავლებლის დღეც არ ჩაივლიდა აღნიშვნის გარეშე, მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა ლამაზი სანახაობით, მადლობა გადაუხადეს საყვარელ პედაგოგებს და მათ მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატეს. 

ბავშვებმა საყვარელ მასწავლებლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203