„იკითხე კლასიკა“ -  საინტერესო პროექტი ჯვარის N1 საჯარო სკოლაში 
10-10-2025

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით მოზარდებს არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტს სთავაზობენ. 

ახლახან, პედაგოგ მაია გეთიას ხელმძღვანელობითა და მე-12 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო პროექტი - „იკითხე კლასიკა“ განხორციელდა. 

პროექტი განხორციელდა თემის - „წიგნები, რომელთა კითხვა ბედნიერება, დროისა და სივრცის უსაზღვროების შეგრძნება და სიახლის უწყვეტი განცდაა“, გარშემო. 

მოსწავლეებმა მათი შერჩეული კლასიკური ნაწარმოებები წაიკითხეს, ერთმანეთს გაუზიარეს და მათი წაკითხვა ურჩიეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203