მასწავლებლისთვის სავალდებულოა თუ არა დავალების ელ.ჟურნალში ასახვა - დეტალური მითითებები, რომლებიც დავალების ატვირთვისას გამოგადგებათ
10-10-2025

არის თუ არა სავალდებულო დავალების ასახვა ელექტრონულ ჟურნალში და როგორ უნდა ასახოს დავალება პედაგოგმა ერთი მოსწავლისთვის ცალკე ან მთლიანი კლასისთვის - გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას აღნიშნულთან დაკავშირებით 

მოსწავლისთვის დავალების წერილობით მიცემა აუცილებელია. ამ შემთხვევაში, თუ სკოლა სწავლის ონლაინ რეჟიმზეა გადასული, დავალება შეიძლება ასახოს, როგორც ელ. ჟურნალში, ისე MS Teams-ში. თუ სკოლა ფუნქციონირებს ოფლაინ რეჟიმში ამ შემთხვევაში ყველა მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლის დავალება ასახოს ელექტრონულ ჟურნალში.

როგორ შექმნას და ასახოს დავალება ელექტრონულ ჟურნალში პედაგოგმა როგორც ერთი მოსწავლისთვის ინდივიდუალურად ისე მთელი კლასისთვის:

დავალებების მოდულში მასწავლებელი ქმნის და აგზავნის დავალებას, როგორც ინდივიდუალურ მოსწავლესთან, ისე მთელ კლასთან. მასწავლებელს ასევე აქვს შესაძლებლობა შექმნას დავალების შაბლონები, რომლის გამოყენებასაც შეძლებს სხვა კლასის მოსწავლეებთანაც. დავალების მოდულიდან უნდა აირჩიოთ სასურველი კლასი და საგანი, შემდეგ დააჭიროთ მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ ღილაკს, შემდეგ უნდა აირჩიოთ დამატების ღილაკი ამის შემდეგ გადაგიყვანთ დავალების შესავსებ ველში:

1. უნდა ჩაწეროთ დავალების სათაური;
2. გიჩვენებთ კლასს, რომლისთვისაც აპირებთ დავალების დადებას;
3. ვადა - მიმდინარე თარიღზე დაჭერით ვიძახებთ კალენდარს და ვირჩევთ დავალების შესრულების საბოლოო თარიღს და დროს;
4. საათი;
5. წერთ დავალების ინსტრუქციას;
6. მოსწავლეების სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებულ ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელ მოსწავლეს აძლევთ დავალებას.

დავალებების ველში ავტომატურად მონიშნულია ყველა მოსწავლე, მაგრამ თუ გსურთ კონკრეტულ მოსწავლეს/მოსწავლეებს მიცეთ დავალება, მაშინ მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე უნდა მონიშნოთ. ასევე შეგიძლიათ დავალებას თან დაურთოთ ფაილი, რომელიც შეტყობინების ველის ქვედა ნაწილშია განთავსებული. დავალების გასაგზავნათ ირჩევთ ღილაკი ,,დამატება“.

ვიდეოინსტრუქცია :

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203