რა დრო უნდა გაატაროს მოსწავლემ რესურს ოთახში - ინსტრუქცია და მითითება პედაგოგებისთვის
13-10-2025

რა დრო უნდა გაატაროს მოსწავლემ რესურს ოთახში, ერთი და უნივერსალური პასუხი კითხვაზე არ არსებობს. რესურს ოთახში მოსწავლესთან სამუშაოდ განსაზღვრული დრო ვარირებს მოსწავლეების საჭიროებების, შესაძლებლობების, ინტერესების, ასაკის და განათლების საფეხურის მიხედვით.

როგორც რეუსრ ოთახის მოწყობისა და ფუნქციონირების გზამკვლევში ვკითხულობთ, მოსწავლე რესურს ოთახში იმაზე მეტ დროს არ უნდა ატარებდეს, ვიდრე თავის საკლასო ოთახში თანატოლებთან ერთად ატრებს.

რესურს ოთახში მოსწავლესთან სამუშაოდ გამოყოფილი დროის მაგალითი შეიძლება იყოს კვირაში სამი აკადემიური საათი, თითო ვიზიტი 45 წუთიანი ხანგძლივობით ან იგივე სამი საათი, სხვა მოსწავლის შემთხვევაში, შესაძლოა სხვაგვარად იყოს განაწილებული და თითო ვიზიტი 25-30 წუთს არ აღემატებოდეს.

ზოგიერთი მოსწავლე, შესაძლოა მხოლოდ კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ სარგებლობდეს რესურს ოთახის მომსახურებით. რაც უფრო მეტ მზაობას და თავდაჯერებულობას იძენს მოსწავლე, იცვლება რესურს ოთახში მისთვის გაწეული მხარდაჭერის ხანგრძლივობაც.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლესთან რესურს ოთახში მუშაობა საგაკვეთილო პროცესის შემდგომ არის დაგეგმილი, აღნიშნულიც გონივრულ დაგეგმვას მოითხოვს, რათა მოსწავლის ზედმეტი გადაღლა და გამოფიტვა არ გამოიწვიოს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია შემთხვევებიც, როდესაც მოსწავლე იმაზე ნაკლებ მომსახურებას იღებს რესურს ოთახში, ვიდრე სჭირდება. აღნიშნული, სკოლაში პროფესიული რესურსის ნაკლებობით ან რესურს ოთახის გადატვირთული გრაფიკით შეიძლება იყოს განპირობებული. ყველა შემთხვევაში, კრიტიკულია მოსწავლესთან რესურს ოთახში მუშაობის იმ ოპტიმალური დროის განსაზღვრა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმიანება მოსწავლის საჭიროებებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203