„ქართული ენის სათავეებთან“ - საქობოს საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
10-10-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, მე-9 კლასის მოსწავლეთა პროექტი სახელწოდებით - „ქართული ენის სათავეებთან“. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ, გაითავისონ ქართული ენის ლექსიკური მარაგისა და მრავალფეროვნების სიდიადე, ისწავლონ კვლევა, ინფორმაციის მოძიება და წარდგენა აუდიტორიის წინაშე.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს ნეოლოგიზმებზე, არქაიზმებზე, ბარბარიზმებსა და დიალექტიზმებზე, მოუსმინეს და მხარი დაუჭირეს ერთმანეთს, დასვეს კითხვები და გაცვალეს ინფორმაცია მსჯელობის სახით.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებით აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203