
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. მათემატიკა კი ერთ-ერთი სახალისო საგანი, რომელსაც თამაშ-თამაშით სწავლობენ.
პედაგოგი ვარა გალიბინი პატარების მოტივაციაზე ზრუნავს და პირველკლასელებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობს.
ახლახან, ბავშვებმა პირველი რიცხვების ცნობა ისწავლეს.
მოსწავლეთა მოგზაურობა რიცხვების ჯადოსნურ სამყაროში არაერთი საინტერესო აქტივობით გრძელდება და ბავშვებს მეტად საინტერესო სასწავლო წელს ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები: