
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
მათ შორის, 27 სექტემბერს, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც ქალაქ თბილისში გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისათვის განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომების გაცნობა, თანამედროვე ტექნოლოგიებთან, მეცნიერებასთან და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოსთან დაახლოება.
მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ინტელექტუალურ და პრაქტიკულ, მათ შორის საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტში, ტექნოლოგიურ სამუშაოებში, სპორტულ და შემოქმედებით თამაშებში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება გამოირჩეოდა მეგობრული და შემეცნებითი ატმოსფეროთი, რამაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს საინტერესო შესაძლებლობისთვის.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლა მადლობას უხდის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიწვევისა და დაუვიწყარი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: