
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში ყველა ღირსშესანიშნავი თარიღი აღინიშნება. ახლაც, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, მუსიკის პედაგოგ თამარ ლუკავას ხელმძღვანელობით, სკოლაში ჩატარდა მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება - „გმადლობ, მასწავლებელო.“
ლექსები, სიმღერები, მადლობის, მოფერების გამომხატველი სიტყვები თუ ცეკვები ერთმანეთს ერწყმოდა და სიყვარულისა და მადლიერების საბურველში ხვევდა თითოეულ მასწავლებელს.
ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები, გაწეული შრომისათვის, მადლობას უხდიდნენ და ქედს იხრიდნენ აღმზრდელი მასწავლებლების წინაშე.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება და მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: