
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის ქართული ენის კათედრაზე (კათედრის ხელმძღვანელი ირმა ბაბულაშვილი) უამრავი ღონისძიება და პროექტი ხორციელდება, შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული მოსწავლეების აღმოსაჩენად და მათი ნიჭის გასავითარებლად. სასკოლო აქტივობების გარდა, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ რესპუბლიკურ კონკურსებსა და შემოქმედებით ტურებში. მათ სახლზე არაერთი წარმატება, რაც სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა და აღსანიშნავია.
ამჯერად, სკოლა მე-10 კლასის წარჩინებულ მოსწავლეს - გეგა ჭულუხაძეს გვაცნობს. ის მონაწილეობდა „შემოქმედებითი თავისუფლების კვირეულში“, რომელიც ორგანიზებული იყო მოხალისეების ინიცირებული პროექტით - „მოხალისეობა - ახალი შესაძლებლობები“ და განახორციელა „ჰელფინ ჰენდიმ“ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით.
გეგამ ამ კონკურსის ფარგლებში დაწერა ფენტეზი, რომელშიც წარმოაჩინა ორიგინალური ხედვა და შემოქმედებითი უნარები, შესაბამისად, გაიმარჯვა კიდეც.
„ეს არ არის გეგასთვის პირველი გამარჯვება შემოქმედებით კონკურსში. თავის თანაკლასელ ანასტასია ცერცვაძესა და თამარ ნებიერიძესთან ერთად, ცნობილი ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, და შთამბეჭდავ წარმატებას მიღწია. დაჯილდოება რუსთავის აკადემიურ ქალაქში გაიმართა, სადაც მოსწავლეებს საპატიო სიგელები და წიგნები გადასცეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
გეგას მასწავლებელები ახასიათებენ, როგორც ზრდილ, წესიერ, ნიჭიერ და მოტივირებულ მოსწავლეს.
„დარწმუნებულები ვართ, კიდევ უამრავ წარმატებას მიაღწევს და ვიამაყებთ მისით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: