ბოლო 24 საათში სკოლებში 100-ზე მეტი ახალი ვაკანსია გამოცხადდა
08-10-2025

2025 წლის 7-8 ოქტომბერს სკოლებმა არაერთი ახალი ვაკანსია გამოაცხადეს კადრებს ეძებენ როგორც დედაქალაქის ისე რეგიონების საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სსსმ მოსწავლის ასისტენტი, სპეცმასწავლებელი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, გეოგრაფია, უცხოური ენა მუსიკა... ეს არასრული ჩამონათვალია, რომელ სპეციალისტებზეცაა მოთხოვნა - დეტალური ინფორმაცია მასწავლებლის სახლის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას, რა მოთხოვნებს უყენებენ სკოლები მომავალ თანამშრომლებს და რა არის საჭირო დასაქმებისთვის.

ჯამში ბოლო 24 საათში 116 ახალი ვაკანსია გამოცხადდა.

დეტალური ინფორმაცია, სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ, იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203