საქობოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს 
07-10-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა ჯადოსნური მოგზაურობა დაიწყო. 

პატარებმა „ანბანეთში“ დიდი სიხარულით შეაბიჯეს. მათთვის ყოველი ასო-ბგერა ახალი აღმოჩენაა.   

პედაგოგმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია და არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა შესთავაზა. 

პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, წინასააბნაბო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და აქტივობებიც დიდი ენთუზიაზმით შესრულეს. 

„ეს პირველი ნაბიჯებია, ცოდნის, წიგნიერებისა და განათლების საოცარ სამყაროში. სკოლის ადმინისტრაცია უსურვებს ყოველ დღე სიხარულით და ახალი აღმოჩენებით სავსე ჰქონოდეთ ჩვენს პატარებს. წერეთ, იკითხეთ, იოცნებეთ, რადგან სწორედ ასე იზრდება მომავალი თაობა“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203