
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში, იძენენ ცოდნასა და ახალ გამოცდილებას. მათ სახელზე არაერთი გამარჯვებაა.
მათ შორის, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე ნიკოლოზ კაპანაძემ საზაფხულო არდადეგების დროს გაიარა „ჟან მონეტის“ სახელობის აკადემიის მიერ განხორციელებული კურსი და წარმატებით დაასრულა.
ნიკოლოზი დაჯილდოვდა სერტიფიკატით, რომელიც გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ გადასცა.
დირექტორმა მოსწავლეს წარმატება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: