11 და 12 ოქტომბერს დაგეგმილი პროფესიული ტესტირებისათვის რეგისტრირებულ პირებს 7 ოქტომბერს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საცდელ ტესტირებაში.
პრეტესტის გავლა შესაძლებელია ონლაინ 7 ოქტომბრის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ამ ბმულის გამოყენებით.
გაითვალისწინეთ, რომ ავტორიზაცია ხდება პირადი თერთმეტნიშნა ნომრითა და პაროლით: test
გამოსაცდელები შეძლებენ ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და გაეცნონ სისტემას. მონაწილეობა ნებაყოფლობითია.