საბავშვო ბაღებში ახალი სახელფასო სისტემა დაინერგება - კანონპროექტი
06-10-2025

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში განმარტებულია ის ცვლილებები, რომლებიც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს შეეხება.

საუბარია სკოლამდელი პროგრამის გაძლიერებაზე და ​დივერსიფიცრებული განათლების მოდელების დანერგვაზე; ამასთან ერთად, დაგეგმილია შეიქმნას ანაზღაურების სისტემა და პლატფორმა დასაქმებული პირების პროფესიული ზრდისთვის. 

„დაინერგება სკოლამდელ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ღირსეული ანაზღაურების სისტემა. ამასთანავე, ამუშავდება მძლავრი მექანიზმი სკოლამდელდაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოსაზიდად. გარდა ამისა, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა დასაქმებულ პირთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის.“, - ნათქვამია კანონპროექტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203