მასწავლებლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლა და პედაგოგები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს.
სკოლას დღეს სტუმრობდა საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატი ქეთევან სიხარულიძე და სოფლის რწმუნებული თეიმურაზ შარაშიძე, რომლებმაც მასწავლებლის დღე მიულოცეს პედაგოგებს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს სკოლას.
სტუმრებმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაზე ზრუნვისთვის, მასწავლებლებმა კი აღნიშნეს, რომ მსგავსი ყურადღება მათ დამატებით სტიმულს აძლევს, გააგრძელონ საყვარელი საქმე მეტი შემართებითა და ენერგიით.
იხილეთ ფოტოები: