პედაგოგებს ტრენინგებს მასწავლებლის სახლი ჩაუტარებს - ვადები რეგისტრაციის ბმული და სხვა დეტალები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ბრიტანეთის საბჭო იწვევენ ინგლისური ენის პედაგოგებს „ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ტრენინგ-კურსზე“ რეგისტრაციისთვის. დეტალურ ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს:
პროგრამის ხანგრძლივობა: 22 საათი იქნება და ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
- სწავლების თანამედროვე მიდგომების გაცნობა;
- მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა;
- კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება და პროფესიული კავშირების გაძლიერება;
- ინტერაქტაქციული სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა.
კურსი მოიცავს: სამ თვითსწავლის მოდულს, ლაივ სესიებს, ფორუმებში მონაწილეობასა და რეფლექსიური ჟურნალების მომზადებასა და ატვირთვას ონლაინ პლატფორმაზე.
მონაწილეებს ასევე შეუძლიათ შეუერთდნენ ინტერესთა ჯგუფებს, რათა გაიზიარონ პროფესიული გამოცდილება და იდეები.
შემოდგომის სესიის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ შემდეგ თემებზე:
- მოდული 1: Engaging with learner needs;
- მოდული 2: Creating an inclusive classroom environment;
- მოდული 3: Inclusive assessment approaches.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: კვირა, 19 ოქტომბერი, 23:59 სთ.