ვალდებულება მაგისტრანტებისთვის - დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების ბოლო ვადა და სხვა დეტალები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრანტებისთვის, რომლებიც 2 ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ჩაირიცხნენ ინფორმაციას ავრცელებს.
მაგისტრანტი, რომელიც ჩაირიცხება ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია შესაბამისი წლის 9 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) წარადგინოს განცხადება, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი.
თუ მაგისტრანტი არ წარადგენს განცხადებას ცენტრში
9 ოქტომბრის 18:00 საათამდე, მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისათვის აბსოლუტური ქულით რანჟირებისას ცენტრი იხელმძღვანელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის N227 ბრძანებით დამტკიცებული
„სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესით“.