
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა ხარისხიან განათლებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს.
ერთ-ერთია ნანი სურგულაძე, რომელიც წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.
ახლახან, პედაგოგის შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
2 ოქტომბერს, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ამავე მუნიციპალიტეტის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.
თივის სკოლიდან წარდგენილი იყო პედაგოგი ნანი სურგულაძე, რომელსაც გადაეცა დამსახურებული ჯილდო.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ და მას დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ.
„ჩვენი სკოლის გუნდი ვულოცავთ ქალბატონ ნანის წარმატებას და წინსვლას ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: