„ვულოცავთ, დამსახურებულ აღიარებას“ - ნინოშვილის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი დარეჯან გიგინეიშვილი განათლების მინისტრმა დააჯილდოვა 
06-10-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგი დარეჯან გიგინეიშვილი წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - გივი მიქანაძემ პედაგოგს საპატიო ჯილდო​ მადლობის სიგელი საზეიმოდ გადასცა. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება, 28 სექტემბერს „ლანჩხუთობა 2025“-ის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

მინისტრმა მუნიციპალიტეტის სკოლების მიერ წარდგენილ მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და მადლობა გადაუხადა მათ იმ შრომისა და თავდადებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ეწევიან მომავალი თაობების აღზრდისათვის. მათ შორის იყო ამაგდარი მასწავლებელი დარეჯან გიგინეიშვილი.

სკოლაში პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავენ. 

„სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება  ულოცავს მასწავლებელს ამ დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს ჩვენი სოფლის ახალგაზრდა თაობების აღზრდის საპასუხისმგებლო საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203