
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის დირექტორი - ზამილა მამედოვა და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია სასწავლო წლის საზეიმო დაწყებაც.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს სასწავლო პროცესის დაწყება ზეიმად უქციეს.
პირველ სასწავლო დღეს პატარებს საყვარელი ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს. ანიმატორებმა ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. მხიარულების შემდეგ, პატარებს მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები ცოდნის ტაძარში დიდი სიხარულით შეუძღვნენ.
მართალია, სასწავლო წელი აგერ უკვე სამი კვირაა დაიწყო, პირველი დღის ემოციები მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები: